Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს გუნდმა ჟან-პიქტეს სახელობის საერთაშორისო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა წარმატებით იასპარეზა პრესტიჟულ ჟან-პიქტეს სახელობის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის 2026 წლის 49-ე შეჯიბრში  და ნახევარფინალისტის საპატიო სტატუსი მოიპოვა.


იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროესორი მორის შალიკაშვიი, დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილი და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი პროესორი. ირინე ქურდაძე შეხვდნენ  გუნდს და მიულოცეს მოპოვებული წარმატება. სტუდენტებმა ინფორმაცია  და შთაბეჭდილებები გაუზიარეს ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და აღნიშნეს, რომ დაძაბულ შეჯიბრში ღირსეული კონკურენცია გაუწიეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან, სინგაპურიდან, ინდოეთიდან და ა.შ. ასეთი შედეგის მიღწევა კი შესაძლებელია  მაღალი აკადემიური მომზადებისა და პრაქტიკული უნარების დემონსტრირების შედეგად. 


საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც 2026 წლის 6-დან 13 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (IHL) სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ავტორიტეტულ პლატფორმას წარმოადგენს. შეჯიბრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავდნენ ჰუმანიტარული, ლტოლვილთა და საერთაშორისო სისხლის სამართლის უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.


თსუ-ს გუნდი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით მომზადდა, დაკომპლექტებული იყო იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებით: ასა შათირიშვილი, თორნიკე კვირკველია და დემეტრე დიასამიძე.
გუნდს მენტორობას უწევდა თათია ბიწაძე - საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული და ჟან-პიქტეს კონკურსის საუკეთესო მონაწილის საერთაშორისო პრიზის მფლობელი.


უნივერსიტეტის გუნდის მონაწილეობა საერთაშორისო ასპარეზზე უზრუნველყოფილი იყო თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის მხარდაჭერით. აღნიშნული გამარჯვება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სწავლების მაღალ დონესა და სტუდენტების კონკურენტუნარიანობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
 

თარიღი: 25/03/2026